Friday, December 18, 2009

ნატოგილაური

ელ.პორტფოლიო ლემილზე

პ რ ო ე ქ ტ ი

1. პროექტის სახელი: დაკვირვება დღე-ღამის მონაცვლეობაზე.

2. პროექტი მოკლე აღწერა 1-2 წინადადებოთ: ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები აკვირდებიან დღე-ღამის მონაცვლეობას.

3. პროქტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ დედამიწაზე სინათლის მთავარი წყარო მზეა. მოსწავლეები შეძლებენ დღის მონაკვეთების(დილა, საღამო, ღამე) და კვირის დღეების ჩამოთვლას სხვადასხვა შემეცნებითი უნარების განვითარება.

4. მონაწილე ასაკი: 6-დან.-7 წლამდე მისწავლეები.

5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლაში:
აქტივობა 1. მუშაობა სახელმძღვანელიში ის გვერდი, სადაც მოცემული არის ორი ფოტო. ერთ ერთ ფოტოზე ქალაქის უბანი გადაღებული დღისით, მეორეზე ღამით, როცა ქუჩები და სახლები ელეკტრო ნათურებითაა განათებული.
-რით არის ქალაქი განათებული პირველ ფოტოზე?
- რით არის განათებული მეორე ფოტოზე?
- რა დროა პირველ ფოტოზე?
- რა დროა მეორე ფოტოზე?
-რით განსხვავდება დღის ცა, ღამის ცისგან პირველ სურათზე და მეორე სურათზე?
- რა ჩანს ხოლმე ღამის მოწმენდილ ცაზე? დღისით?
დასკვნა: დღისით სინათლეს მზისაგან ვიღებთ;
ღამე ცაზე მთვარე ანათებს, მაგრამ სუსტად.
აქტივობა 2. საუბარი დღე-ღამის მონაკვეთზე
-ბავშვებო, სადაც სინათლე არ არის, იქ ბნელა. ყოველი დღის ბოლოს მზის სინათლე იმატებს და უკვე ვიტყვით, რომ ღამეა. ღამე ცაზე მთვარე და ვარსკვლავებია, მაგრამ მათ სუსტი სინათლე აქვთ. ე. ი. ბნელა, ღამეა. ღამის შემდეგ თენდება, დღე იწყება, მზე ამოდის და ნათდება მთელი არემარე.
- ბავშვებო ეს რა დროა? ( მოსწავლეები უკვე მიხვდნენ რომ ეს არის დილა). მთელი დღის განმავლობაში მზე გვანათებს , გვათბობს დღის ბოლოს კი მზე ჩადის და თანდათან ბნელდება.
(სანამ სულ დაბნელდება რა ქვია ამ დროს? საღამო).
- ბავშვებო რას აკეთებენ ადამიანები დილაობით?
თქვენ რას აკეთებთ? ( მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ რიგ რიგობით).
დღისით რას აკეთებთ?
საღამოს რას აკეთებთ?
ღამით რას აკეთებთ?
იანვარში დაახლოებით რომელ საათზე ღამდება?
ზაფხულშიც ასე ადრე ღამდება?
როდის უფრო გრძელი ღამეებია, ზამთარში თუ ზაფხულში?
დასკვნა: ზამთარში ადრე ღამდება და ღამეები გრძელია.
ზაფხულში გვიან ღამდება. ღამე მოკლეა, დღე კი გრძელი.
აქტივობა 3. საუბარი კვირის დღეებზე
მოსწავლეებს ვეკითხები იციან თუ არა მათ, რომ კვირის ყველა დღეს აქვს თავისი სახელი.
-დღეს რა დღეა?
-კვირის კიდევ რომელი დღის სახელები იცით?
-აბა ერთად ჩამოვთვალოთ: ორშაბატი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი,შაბათი, კვირა.
მოსწავლეებმა კარგად რომ შეითვისონ, კვირის დღეების დასახელებები, დღეების სახელებს ვწერ დაფაზე. მოსწავლეებს კიდევ რამდენჯერმე ვუსვამ ფრონტალურ კითხვებს, რომ ცოდნა გაიღმაონ.
-სულ რამდენი დღე ყოფილა კვირაში?
მოსწავლეებმა ისწავლონ დაფაზე თანმიმდევრობით ჩამოწერილი კვირის სახელები.
- რომელი დღით იწყება ახალი კვირა?
- ორშაბათს რომელი დღე მოსდევს?
- სამშაბათის შემდეგ რომელი დღეა?
- რომელია შაბათის წინა დღე?
- კვირის შვიდი დღიდან რომელია ბოლო დღე?
მოსწავლეებმა რომ კარგად შეითვისონ ახსნილი მასალა, ამისათვის განმეორებით ვუსვამ კითხვებს.
აქტივობა 4. თამაშ კვირის დღეების დასამახსოვრებლად
გამოვიძახებ მოსწავლეს. ვეუბნები, რომ ის არის კვირის დასაწყისი დღე ანუ ორშაბათი.ვიძახებ მეორე მოსწავლეს, ის არის კვირის მომდევნო დღე- .რომელი დღე ყოფილხარ? ( სამშაბათი) და ასე გავაგრძელებ მოსწავლეების გამოძახებას, სანამ არ დამთავდება კვირის დღეები.
ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა შეიძლება იყოს ორჯერ ან სამჯერ მეტი, შემდეგ მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დაეწყონ დღეების მიხედვით. შეიძლება ჯგუფში მოხდეს ორი ორშაბათი, ორი სამშაბათი და ა. შ.
მოსწავლეებმა რომ კარგად გაიგონ ვუხსნი პრაკტიკულად :
1. დავალება: ამისათვის საჭიროა, მოსწავლეები დავაწყო წრეზე კვირის დღეების მიხვდვით და თუ დააკლდება კვირის ბოლო დღე, მაშინ მე ჩავდგები წრეში.
2. დავალება: ვეკითხები ბავშვებს:
თუ იციან,რას ნიშნავს გამოთქმა უქმე დღე (ანუ დასვენების დღეები- შაბათი და კვირა)?
მათ ვისაც ჰქვია უქმე დღეები: შაბათი და კვირა, ისინი შევლენ წრეში და გააკეთებენ პატარა წრეს.
3. დავალება: წრეში დამდგარ ბავშვებს ვუხსნი, რომ კვირის დღეების მიხედვით რიგრიგობით გამოხატონ ტაშის დაკვრით ან ბაგუნით. მაგ:
ორშაბათი- 1ტაში
სამშაბათი- 2ტაში
ოთხშაბათი-3ტაში
ხუთშაბათი-4ტაში(რიტმში-2+2)
პარასკევი-5ტაში(რიტმში-2+3)
შაბათი-2 ბაკუნი
კვირა -3 ბაკუნი
როდესაც მე შემოვკრავ ტაშს ერთხელ, მაშინ მოსწავლეებმა უნდა ჩაიცუცქოს (ორშაბათმა),
ორ ტაშზე (სამშაბათმა) და ა. შ.
აქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება
მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, თუ როგორ ხდება დღე -ღამის მონაცვლეობა და ისაუბრონ კვირის დღეებზე.
მოეწონათ თუ არა თამაში კვირის დღეების დასამახსოვრებლად და რატომ?
აქტივობა 6. საშინაო დავალება
ვაძლევ დავალებას, რომ სახლში იმუშაონ დავალებების შესასრულებლად. წიგნში მოცემულ ორ ცარიელ ჩარჩოში ჩახატონ დღის ცა და ღამის ცა. დააკვირდნენ ცას დღისითაც და ღამითაც.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
შედეგიI. 5. მოსწავლე ახასიათებს დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ბუნებაში ან ილუსტრაციაზე ამოიცნობს ციურ სხეულებს
( მზე , მთვარე, ვარსკვლავები) და განსაზღვრავს მზის გამოჩენის დროს.
  • ჩამოთვლის კვირის დღეებს თანმიმდევრობით და განსხვავებას მათ მისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით.
  • აღწერს საკუთარ აქტივობას დღე-ღამის მონაცვლეობას მიხედვით და უკავშირებს კონკრეტულ დროს .
შედეგი I. 6. მოსწავლე აღწერს ლოკალურ გარემოს
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • ქმნის ლოკალური გარემოს ნახატებს;
  • აკვირდება დღის ცას , აღწერს და ხატავს მასზე არსებულ ობიექტებს.
შედეგი I.7. მოსწავლე ახასიათებს სეზონურ მოვლენებს
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • ადარებს სეზონებს ერთმანეთთან, საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებს ან ჩანახატებს.
8 სარგებელი სხვებისათვის:-
9 სამუშაო ენა: ქართული
10 მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11 საგნებთან/ საგნობრივი ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება-ქართული
12 პროექტის ფასილიტატორი: ნატო გილაური
13 ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
14 პროექტის ფორუმი:-
15 პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:-






;